საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ არარეზიდენტ ელჩს ილჰომ აბდურახმონს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. საუბარი შეეხო სამომავლო კულტურულ პროექტებს და გეგმებს.
გიორგი მირცხულავამ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.