მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება უზბეკეთთან, პოტენციალი საკმაოდ საინტერესოა და ამას სჭირდება პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური კომისია კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ სხვადასხვა სფეროები იყოს განხილული, რასაც წვლილი შეაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში.

“ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რაც არსებობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან, ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ამ მიმართულებით თანამშრომლობა. ეკონომიკური კომისია რა თქმა უნდა, კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ სხვადასხვა სფეროები იყოს განხილული, რასაც წვლილი შეაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში, გაღრმავებაში და არის კარგი შესაძლებლობა, დავგეგმოთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, თუ რა სფეროებში არის პრიორიტეტული საქართველოსთვის თანამშრომლობა უზბეკეთთან, ასევე მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და წინადადებები. პოტენციალი არის საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და ამ პოტენციალს სჭირდება პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება იმისათვის, რომ უკეთ იყოს ათვისებული”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები