ებოლას ვირუსთან დაკავშირებით უცხოეთიდან შემოსულ 13 მოქალაქეს აკვირდებიან

ებოლას ვირუსთან დაკავშირებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ 13 მოქალაქეს აკვირდებიან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები არიან. “ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა და მათზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, ასევე ხდება მათი საცხოვრებელი მისამართის და გადაადგილების კონტროლი. ჩვენი დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები მათთან არიან კომუნიკაციაში და აკონტროლებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები