საქართველოს რაიონებში სასწრაფო დახმარების მანქანები 100%-ით განახლდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები 100%-ით განახლდება.
მისივე თქმით, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ახალი, საერთაშორისო სტანდარტების, შესაბამისი აღჭურვილობის მქონე მანქანები ეტაპობრივად გადანაწილდება. “მანქანების 80% ამორტიზირებული, ან საერთოდ გაჩერებული იყო, ან ყოველდღიურად რემონტს საჭიროებდა. უკვე დაიწყო და პირველი პარტია უკვე შემოსულია ამ მანქანების, რომლის შიდა აღჭურვაც ახლა მიმდინარეობს. თვის ბოლოს საქართველოს მთელი მასშტაბით რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები 100%-ით იქნება განახლებული. ეს ფაქტორი მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას იქონიებს სასწრაფო სამსახურის მუშაობაზე, რაც ახლა ნამდვილად არ არის შესანიშნავი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები