ქართულ-ინდური ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, ქართულ-ინდური ორგანიზაციის „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარეს, დარპან პრაშერს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, 2025 წლის გაზაფხულზე, ინდოეთში ქართული თეატრის დღეების გამართვის შესაძლებლობასა და ღონისძიებაში სახელმწიფო თეატრების მონაწილეობაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები.
თინათინ რუხაძემ და მაია ომიაძემ გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას.