ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მალხაზ ერქვანიძის საექსპედიციო ჩანაწერები გააციფრა

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მალხაზ ერქვანიძის საექსპედიციო ჩანაწერები გააციფრა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ ერქვანიძე უკვე 35 წელია, საქართველოსა და საზღვარგარეთ, ტრადიციული მუსიკის სფეროში, პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა.
„1980-იანი წლების ბოლოდან, 2008 წლამდე მალხაზ ერქვანიძემ არაერთი საველე კვლევა განახორციელა – აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, ქართლის, კახეთის, ზემო და ქვემო სვანეთის სოფლებში. მის მიერ შეგროვილ, აუდიო და ვიდეოფირებზე აღბეჭდილ ამ მასალაში არაერთ უნიკალურ ნიმუშს ვხვდებით“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციაში.

2023 წელს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მალხაზ ერქვანიძის საექსპედიციო ჩანაწერები გააციფრა.
პროექტის ხელმძღვანელი – სანდრო ნათაძე
კატალოგის შემდგენელი – ნინო ნაკაშიძე
გაციფრება – ლევან პატარაიასი
აუდიო-ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში განათავსა – თევდორე გოგოლაძემ
გაციფრებული ვიდეო და აუდიომასალა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
აუდიო – https://soundcloud.com/folk_centre/sets/erqvanidze_archive
ვიდეო – https://www.youtube.com/playlist?list=PLXyplTzgGPyKtKbNTXxSbHm4CbY0C4mtG

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები