ირაკლი ქადაგიშვილი: გახარია პარლამენტში დარჩება თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს

„რას იზამს გახარია რთულია სათქმელია, მარტო მასზე არ არის დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება. დარჩება გახარია პარლამენტში თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,  ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„თუ განცხადებით შემოვა, ამას დავაკმაყოფილებთ, თუ არ შემოვა და არ ივლის პარლამენტში მისი დეპუტაცია, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული, გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად დადგება უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები