მამუკა მდინარაძე: დაინიციირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაინიციირდება მედიის კანონი, რომელიც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად იქნება მიღებული.

“დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიციირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან (ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს)”,- აღნიშნა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები