„ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთან შეუთანხმებლად არც ერთი ქვეყნის სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს“
ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთან შეთანხმების გარეშე არც ერთი ქვეყნის სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთან შეთანხმების გარეშე არც ერთი უცხო ქვეყნის უცხო სახელმწიფო სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს განთავსებული. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, მანამდე მინისტრებმა: ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების მთავარი საფრთხე რეგიონში არის რუსეთი და რუსული ბაზების გაყვანა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავარი წინაპირობაა.