ზურაბ ქადაგიძე – კაია კალასის განცხადებაზე: პუტინის ინტერესები რაც არის, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და თქვენ როდიდან გაარკვიეთ, სანქციების პარალელურად თქვენი ქმარი რუსეთში ბიზნესს რომ აწარმოებდა, თუ მას შემდეგ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი ბინძური პოლიტიკა დაგანახათ?

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა და ევროკავშირმა სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

ქადაგიძის განცხადებით, პუტინის ინტერესები რაც არის, საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, თუმცა, საინტერესოა, კაია კალასმა როდიდან გაარკვია რუსეთის პრეზიდენტის ინტერესები.

“პუტინის ინტერესები რაც არის, ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და თქვენ როდიდან გაარკვიეთ ქალბატონო, ყველა სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა როცა დაბლოკეთ, სამი წლის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირეთ და სანქციების პარალელურად – თქვენი ქმარი რუსეთში ბიზნესს რომ აწარმოებდა თუ მას შემდეგ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სარკეში ჩაგახედათ და საკუთარი ბინძური პოლიტიკა დაგანახათ?

რომელი უფრო დიდი ნაძირალაა – ეს ესტონელი “ჩარჩი” თუ ტერორისტების დაქალი, გერმანელი “ენჯეოშნიცა” – ბერბოკი? – საკითხავი ეგ არის”, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები