კირცხალია – ოპოზიციაზე: წინასწარ იციან, რა განწყობებია, სად პოზიციონირებენ ხმების რაოდენობით და მოსახლეობაში რა რეიტინგები აქვთ
“ძალიან კარგი ტესტი იქნება ადგილობრივი არჩევნები, რომ გაზომონ მათ თავიანთი რეიტინგი, მაგრამ წინასწარ იციან, რა განწყობებია, სად პოზიციონირებენ ხმების რაოდენობით და მოსახლეობაში რა რეიტინგები აქვთ და ამიტომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს – იქნება 2028 წელს. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, მოემზადოს, ვისაც აქვს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა.
დარწმუნებული ვარ, ამა წლის 4 ოქტომბერს, როდესაც დაანონსებულია თარიღი, როდესაც უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ ამიტომ იციან, რომ მათი რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, ამიტომაც აკეთებენ დავალებით ამ განცხადებებს. ხვალ მიიღებენ სხვა დავალებას, მოიქცევიან ისე, ეს არის აგენტის ბედი”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.