საკრებულომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამა დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამა დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანასო საქალაქო სამსახურის უფროსის ლევან თევზაიას წერილი „ქ.თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ განსახორციელებელ პროგრამას ეხებოდა, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე ხმელი და ავარიული ხეების მოჭრას, სხვლა–ფორმირებას, მოჭრილი კუნძების ამოღებასა და გატანას ეხება. აღნიშნული საკითხი, კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა და კენჭისყრის საფუძველზე დადებითი რეკომენდაციით დაამტკიცეს.