კონსული განჯაში: აზერბაიჯანში სამი გარდაცვლილიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა

საქართველოს გენერალური კონსული განჯაში მამუკა ბალავაძე ადასტურებს, რომ სამი გარდაცვლილიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა.
„გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. მიმდინარეობს მოქალაქეების ინდენტიფიცირება, რადგან უმრავლესობას პასპორტი განადგურებული ჰქონდა და დოკუმენტები დამწვარია“, – განაცხადა მამუკა ბალავაძემ.
აზერბაიჯანში ქალაქ გიუკგელთან მომხდარი ავტოავარიის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან სამი ბავშვია. ბაქო-თბილისის მარშრუტით მოძრავი ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ავტობუსი და სატვირთო ერთი მიმართულებით მოძრაობდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს ცნობით, 40-მდე მგზავრი დაშავებულია, სამი მათგანის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა და ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები