ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ამით გაგრძელდება მოსკოვისთვის ომის დასაფინანსებელი შემოსავლების ჩამორთმევა“, – წერს კალასი.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზარალისთვის, რასაც თავად იწვევს.

ამასთან, ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციები კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.

„ეს ეკონომიკური ზომები, რომელიც პირველად 2014 წელს დაწესდა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები