დავით სერგეენკო: მერიაში ატესტაციის ჩატარება სავალდებულოა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მერიაში დაგეგმილი ატესტაციის ჩატარება აუცილებელია. მისი თქმით, მერიაში კადრები პროფესიონალიზმის მიხედვით დაკომპლექტდება.
„თანამშრომლების კონკურსით შერჩევა ნორმალური და გამჭვირვალე პროცესია. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ საჯარო სამსახურში თანამშრომლების შერჩევა ვაწარმოოთ სწორედ კონკურსით და ატესტაციით, რომ პროფესიონალიზმით მოხდეს შერჩევა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.