„ვაპირებთ, ატესტაცია და კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩავატაროთ“

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ატესტაცია, ისევე როგორც კონკურსი ღია და გამჭვირვალე პროცესი იქნება.
“ჩვენ ვაპირებთ კანონის სრული დაცვით ჩავატაროთ ეს ყველაფერი, მივიღოთ და დავტოვოთ ის თანამშრომლები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტიანად გააკეთებენ საქმეს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. პროცედურები იქნება გამჭვირვალე და პერიოდულად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანის ჩანაცვლება მოხდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიას თქმით, სამსახურში ახალი კადრის მიღება არის მნიშვნელოვანი და ეფექტურს ხდის საქმიანობას.
“ასევე ვიტყვი იმასაც, რომ მოქმედი თანამშრომლებიდან ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრია და, შესაბამისად, გარკვეული კატეგორია დარჩება. ამ ყველაფერს ის ობიექტური პროცესი წარმოაჩენს, რომლის ჩატარებასაც ვაპირებთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები