“თბილისობა 2014”-ის ბიუჯეტი 850 000 ლარით განისაზღვრა

“თბილისობა 2014”-ის ბიუჯეტი 850 000 ლარით განისაზღვრა – საკითხი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე იქნა გატანილი და დამტკიცებული. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა წლევანდელი “თბილისობა” წინა წლებისგან განსხვავებით სამი რამით იქნება გამორჩეული. “პირველი, – “თბილისზე მზრუნველის” ახალი ნომინაცია შემოდის და ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა. განსაკუთრებული დამსახურების ადამიანებს, რომელთაც რაიონული გამგეობები წარმოადგენენ, დააჯილდოვებენ. მეორე – გაიმართება ღვინის ფესტივალი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სომელიეთა ასოციაციის მონაწილეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წარიმართოს ცივილური ფორმით, ღვინის აღმართზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ადამიანები შეძლებენ ღვინის დეგუსტაციას და მესამე – ღონისძიებები გაიმართება არა მარტო ტრადიციულად რიყეზე და რუსთაველზე, არამედ რაიონული გამგეობების სამოქმედო ტერიტორიაზეც. ამასთან, ეს დროში ისე იქნება გაწერილი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, როგორც რაიონში, ისე რიყეზე ცენტრალურ ღონისძიებებს დაესწროს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, “თბილისობა” 25-26 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები