იტალიელი მონაზონი ვატიკანის უმაღლესი რანგის ქალი ხდება

ისტორიაში პირველად, ვატიკანის გუბერნატორი ქალი გახდება,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რომის პაპი ფრანცისკე, მონაზონ რაფაელა პეტრინის ვატიკანის გუბერნატორად დანიშნავს. პეტრინის თანამდებობაზე დანიშვნა მიმდინარე წლის მარტში იგეგმება.

გუბერნატორი მთავრობის მეთაურია, რომელიც სახელმწიფოს პაპის სახელით მართავს. ქალაქ-სახელმწიფოს დაარსებიდან, ანუ 96 წლის მანძილზე, თანამდებობა მამაკაცებს ეკავათ.

ფრანცისკემ თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაიკავოს ქალმა უმაღლესი თანამდებობა, გარდა იმ თანამდებობისა, რომელიც დოქტრინული მიზეზების გამო მხოლოდ ხელდასხმული მღვდლებისთვის არის ღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები