კაცი, რომელმაც რადიო გამოიგონა — გულიელმო მარკონის ისტორია

გულიელმო მარკონი 1874 წლის 25 აპრილს იტალიელი დიდგვაროვნების ოჯახში დაიბადა. ის ჯუზეპე მარკონის მეორე შვილი გახლდათ. დედამისი იყო ანი ჯეიმსონი. გულიელმოს ჰყავდა ერთი ძმა, ალფონსო და ერთი ნახევარძმა — ლუიჯი. 2-6 წლის ასაკში გულიელმო თავის უფროს ძმასთან და დედასთან ერთად ინგლისში, ბედფორდში ცხოვრობდა.

მარკონი ბავშვობაში სკოლის გაკვეთილებს არ ესწრებოდა, აგრეთვე არ მიუღია ოფიციალური უმაღლესი განათლება. ამის ნაცვლად, იგი ფიზიკას, ქიმიას და მათემატიკას სახლში სწავლობდა მშობლების მიერ დაქირავებული მასწავლებლისაგან. მარკონი იხსენებდა პროფესორ ვინჩენცო როსას (ლივორნოს უმაღლესი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს), როგორც მის მნიშვნელოვან მენტორს. როსა 17 წლის მარკონის ასწავლიდა ფიზიკის ძირითად საკითხებს ისეთივე კარგად, როგორც ახალ თეორიებს ელექტროობაში. 18 წლის ასაკში მარკონი დაბრუნდა ბოლონიაში და გაეცნო ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორს ავგუსტო რიგის, რომელიც ამ პერიოდში ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცის მუშაობებს იკვლევდა. რიგიმ მარკონის ნება დართო, დასწრებოდა უნივერსიტეტში ლექციებს, ამავდროულად მას შეეძლო გამოეყენებინა უნივერსიტეტის ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.

მარკონი ახალგაზრდობიდანვე იყო დაინტერესებული მეცნიერებითა და ელექტროობით. ადრეულ 1890-იან წლებში მან მუშაობა დაიწყო რადიოტელეგრაფის შექმნის იდეაზე. ეს იდეა ამ პერიოდში ახალი არ ყოფილა; მრავალი მკვლევარი და გამომგონებელი ცდილობდა რადიოტელეგრაფიური ტექნოლოგიების გამოკვლევას. ამ პერიოდში რადიაციას მოიხსენიებდნენ როგორც „ჰერციან“ ტალღებს, თუმცა დღესდღეობით მას ძირითადად რადიოტლღებს უწოდებენ.

საბოლოოდ, მარკონი გახდა კიდეც პირველი პერსონა, რომელმაც შეძლო და შექმნა უგამტარო ტელეგრაფი (რადიო).

გულიელმო მარკონიმ 1927 წლის 12 ივნისს ცოლად შეირთო მარია ქრისტინა (1900-1994), თუმცა ქორწინება რელიგიურად ამავე წლის 15 ივნისს გაფორმდა. ცოლის მოყვანისათვის მარკონის მოუწია, ეღიარებინა კათოლიკეების სარწმუნოება და გამხდარიყო კათოლიკური ეკლესიის წევრი.

1909 წელს გულიელმო მარკონის, კარლ ფერდინანდ ბრაუნთან ერთად, მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში; 1918 წელს მას გადაეცა ფრანკლინის ინსტიტუტის ფრანკლინის მედალი; 1931 წელს მიანიჭეს ჯონ სკოტის მედალი (უკაბელო ტელეგრაფისათვის); 1933 წელს მარკონი გახდა „ამომავალი მზის ორდენის“ მატარებელი, ხოლო 1934 წელს მიენიჭა ვილჰელმ ექსნერის მედალი.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გალიელმო მარკონი 1975 წელს გახდა ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზის წევრი, ხოლო 1977 წელს — ეროვნულ მაუწყებელთა დიდების დარბაზის წევრი.

მარკონი გარდაიცვალა 1937 წლის 20 ივლისს, 63 წლის ასაკში, რომში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები