“საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩ აშოტ სმბატიანთან შეხვედრისას, საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად მტკიცე მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
“მიმოვიხილეთ ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
საუბარი შეეხო სომხეთის მზარდ
ინტერესს, გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან, მათ შორის, განსაკუთრებით აღინიშნა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა.
ასევე, აღინიშნა, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველო-აშშ-ისა და სომხეთი-აშშ-ის ურთიერთობების შემდგომი განვითარება.
შეხვედრაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობისა
და სტაბილურობის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი.
ამასთანავე, ვისაუბრეთ მომღერალ შარლ აზნავურის დაბადების 100 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნის საკითხზე”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.