სერბეთში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა,- ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ხანძარი გააჩინა კაცმა, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს. მან საკუთარ ოთახში ლეიბს ცეცხლი წაუკიდა.
აალების მომენტში თავშესაფარში 30 ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა უმეტესობის გადარჩენა მოასწრეს. დაშავებულებს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.