ილონ მასკი – როგორც რამდენიმე წლის წინ ვთქვი, ბაიდენი მთავარი პირი არ ყოფილა

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დასახელებული ილონ მასკი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ იცოდა, რას აწერდა ხელს.

“როგორც რამდენიმე წლის წინ ვთქვი, ბაიდენი მთავარი პირი არ ყოფილა. მთავარი იყო ის, ვინც მის სუფლიორს აკონტროლებდა,” – განაცხადა მასკმა.

როგორც მაიკ ჯონსონი ჰყვება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენი, ფაქტობრივად, ვერ ხელმძღვანელობდა ქვეყანას და ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს აწერდა ხელს, რომელზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები