დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებას გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ, გავასაჯაროოთ დარჩენილი ჩანაწერები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედის, ასევე დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს და ჩვენთვის დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა თემებს. ეს ყველაფერი გასაჯაროვდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.