ფინეთის პარლამენტის სპიკერი – ვშიშობ, ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ

ვშიშობ, ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ, – ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის სპიკერმა, იუსი ჰალა-აჰომ განაცხადა.

ფინეთის პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ფაქტების იგნორირება უფრო მეტ პრობლემას გააჩენს.

„თუ ჩვენ არ ვიცით, ვართ თუ არა ომში, ყოველთვის ჯობს, ვივარაუდოთ, რომ ვართ. ვფიქრობ, ყველაზე უსაფრთხოა, ვივარაუდოთ, რომ ეს ომი იქნება მომავალში. ვარაუდი გვაიძულებს, მოვემზადოთ და მომზადება ამცირებს ომის ალბათობას“, – აღნიშნა იუსი ჰალა-აჰომ.

ფინეთის პარლამენტის სპიკერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დაცვა და დახმარება უფრო მაღალი პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა იყოს.

იუსი ჰალა-აჰოს განცხადებით, რუსეთის დამარცხება უკრაინის გამარჯვებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები