კახა კალაძე ოპოზიციაზე: ამ რადიკალების დაჯგუფებას ქვეყნის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია

„ამ რადიკალების დაჯგუფებას ქვეყნის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი და გავლენა აქვს ოპოზიციას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

„რაც შეეხება ამ რადიკალების დაჯგუფებას, ქვეყნის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ესენი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, უსამშობლო ადამიანების სექტა, რომელიც გარედან იმართება და ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს. არც ერთი ნაბიჯი მათი მხრიდან გადადგმული ქვეყნის, სამშობლოს სასიკეთოდ არავის ახსოვს. მხოლოდ და მხოლოდ წინააღმდეგობა. რაიმე კარგის ინიციირება და მაშინვე წინააღმდეგობაა მათი მხრიდან, ხელის შეშლა. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები