მდინარაძე – შვეიცარიული ბანკის საქმეზე: ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იმიტომ, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი
“ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მიმართული, იმიტომ, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მიმართული, იმიტომ, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა „დიფ სთეითზე“, უფრო ღრმად შევიდა ამ თემაში, გაშალა ეს თემა ქართული საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველო, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც.
ბუნებრივია, რომ აქედან დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს, მარტივი ამბავია. ერთი ბანკი გაანადგურეს ერთი ადამიანის შანტაჟისთვის, რომელმაც თავისი ქვეყანა არ გაწირა. ეს პირადი თემა და პირადი შანტაჟი არ გადავიდა ქვეყანაზე, უარყოფითად არ აისახა და მყარად დაუდგა წინ ამ ყველაფერს. უკვე მას შემდეგ, რაც „დიფ სთეითზე“ დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე ბანკის განადგურების, მისი რეპუტაციული განადგურების ხარჯზე.
რაც არ უნდა შვეიცარიული ბანკები გაანადგურონ, ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ეს ადამიანი, მათ, როგორც ჩანს, მათ ვერ გაიცნეს, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი თავისი სამშობლოსთვის და ახლა ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს, ვერანაირი ბანკის რეპუტაციის განადგურების ხარჯზე თუ ასე შემდეგ, ვერ მოიტანს“, – აღნიშნა მდინარაძემ.