დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა. დელეგატი  ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ნდობის გამართლება.

„დღეს, ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გავმართეთ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოგვესმინა ჩვენი  მოსახლეობისთვის.  ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურ საკითხებზე.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ნდობის გამართლება.  წინასაარჩევნოდ  დავპირდი, რომ ყოველთვის ვიქნებოდი მათ გვერდით და რა თქმა უნდა შესაძლებლობების ფარგლებში ძალისხმევას არ დავიშურებ  არსებული გამოწვევების დასაძლევად. იმისათვის, რომ მოსახლეობასთან მქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ოლქის მასშტაბით – ბოლნისში,დმანისში, თეთრიწყაროსა და  წალკაში  სრული დატვირთვით მუშაობს დელეგატის ბიუროები, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალური   მერიების შენობაში”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები