მდინარაძე – გახარიაზე: უფრო ბინძური პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე თავად „ნაცები”

“ჩვენი პრემიერი იყო და ჩვენ გვიღალატა ნაცებთან. „ნაცი“ შეიძლება, უფრო დააფასო თავისი პოლიტიკური შეხედულება აქვს, ცდება თუ არ ცდება, ბოროტებას აკეთებს თუ არ აკეთებს შედარებით, რა დაფასებაზეა ლაპარაკი მაგრამ მტერი შეიძლება დააფასო მაგრამ მტერთან მოღალატის დაფასება გამორიცხულია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„უფრო ბინძური პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე თავად „ნაცები“ იმიტომ, რომ „ნაცთან“ მოღალატეა და მათთან კოალიციის შემკვრელი. ერთ-ერთ მათგანს უთქვამს, რომ „კბილი დააჭიროს მდინარაძემო თორემ გავუხსენებთ რაღაცასო“. რას გამიხსენებთ? თუ მომიგონებთ თორემ ვერაფერს გამიხსენებენ. ათას რამეს მაბრალებენ. ბოლოს ისიც დამაბრალეს „ნაცი“ იყოო. „ნაცების“ პოლიტპატიმარს და მათთან მებრძოლს, 2003 – შიც კი ხუთიანი არ შემომიხაზია, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც კი არ შემიქია რომელიმე მათგანი, არა თუ მხარდამჭერი თუ მათთან ვიყავი, კარგი სიტყვაც კი არ დამცდენია. და მაბრალებენ, რომ „ეგო ჩვენთან იყოო“ და ამით აპირებენ ჩემს გაშავებას. წარმოუდგენელი ხალხია და გახარიელები ვიღაცები ამბობენ, რომ უნდა გავუხსენოთ მდინარაძეს რაღაცებიო“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები