ტყიბულში მომხდარი მიწისძვრის შედეგად თოფაძე დაშავდა

 

მიწისძვრის შედეგად ტყიბულის მაღაროში დაშავებული მეშახტე ავთანდილ თოფაძე საავადმყოფოშია მოთავსებული. – ამის შესახებ „კვირას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა. მისი თქმით, მეშახტეს ფეხი აქვს მოტეხილი და მკურნალობას ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.
როგორც „კვირას“ ელისო ჩაფიძემ განუცხადა, იგი ამჟამად შემთხვევის ადგილზე რაიონის გამგებელთან და მხარის გუბერნატორთან ერთად იმყოფება. დეპუტატმა კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა, მიწისძვრაის შედეგად მაღაროში რამდენიმე მეშახტე დაშავდა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტყიბულის რაიონი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები