აწყურის ციხის ფასადი ჩამოინგრა

რამდენიმე დღის წინ აწყურის ციხეზე ფასადი ჩამოინგრა. ფასადის ჩამონგრევას მსხერპლი არ მოჰყოლია. აწყურის თემის რწმუნებული ელგუჯა ჯვარიძის განცხადებით, ციხის მდგომარეობა რთულია და ის მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ახალციხის გამგეობა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ციხე სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. საავტომობილო გზა გადის ციხის ძირში და ჩამოშლილი ძეგლი საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის,“ – აცხადებს ჯვარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები