„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ „ევროპის სოციალისტური პარტიის” წევრი ხდება
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი არმაზ ახვლედიანი ბერლინში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე ევროპის სოციალისტური პარტიის გენერალურ მდივანს, იოჰიმ პოსტს და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ფრანც ტუნეს შეხვდება. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე, კერძოდ, ევროპის სოციალისტურ პარტიაში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გაერთიანებაზე ისაუბრებენ.