საზოგადოება „ქართული“: ტერმინი „ომის პარტია“ (War Party) ერთმნიშვნელოვნად არ არის „ქართული ოცნების“ ექსკლუზივი, იგი ხშირად გამოიყენება დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში
ტერმინი „ომის პარტია“ (War Party) ერთმნიშვნელოვნად არ არის ქართული ოცნების ექსკლუზივი, იგი ხშირად გამოიყენება დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოება „ქართული“ ავრცელებს.
საზოგადოება „ქართული“ ვრცელი წერილით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება, რომელიც მმართველმა გუნდმა გუშინ გაავრცელა.
„ტერმინი „ომის პარტია“ (War Party) ერთმნიშვნელოვნად არ არის „ქართული ოცნების“ ექსკლუზივი, იგი ხშირად გამოიყენება დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში და წარმოადგენს მეტაფორას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყენებს აშშ ორივე პარტიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მთელ მსოფლიოში სამხედრო ინტერვენციებს უჭერენ მხარს.
სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გავლენების საფრთხეებზე ჯერ კიდევ დუაიტ ეიზენჰაუერმა, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტმა ილაპარაკა 1961 წლის 17 იანვარს თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში:
„ამერიკული სამხედრო დაწესებულებების შემდგომი განვითარების საჭიროებით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და თავიდან ავიცილოთ სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის დაუდევარი გავლენის შესაძლებლობა. მთავრობის ყველა ოფისში, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა არ დავუშვათ, რომ ამ კომბინაციით საფრთხე შეექმნას ჩვენს თავისუფლებას ან დემოკრატიულ პროცესს“.
ანალოგიური იყო აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის გაფრთხილება, რომელიც მან 1961 წლის 27 აპრილის გამოსვლაში დააფიქსირა: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით მთელ მსოფლიოში მონოლითურ და დაუნდობელ შეთქმულებას, რომელიც იყენებს დაფარულ მეთოდებს გავლენის გასავრცელებლად… ეს არის სისტემა, რომელმაც გააერთიანა უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსები ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც სამხედრო, დიპლომატიურ, სადაზვერვო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს აერთიანებს.“ თემა აქტუალურია დღესაც, რაზეც მეტყველებს არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსისა და პოლიტოლოგის განცხადება“ , – ნათქვამია განცხადებაში.