საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისიას მოუწოდა, ილონ მასკის მხრიდან ჩარევის საფრთხის წინააღმდეგ უფრო მტკიცე იყოს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ევროკომისიას მოუწოდა, უფრო მტკიცე იყოს ილონ მასკის მხრიდან ჩარევის საფრთხის წინააღმდეგ,- ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
„თუ ევროკომისიამ არ იცის როგორ დაგვიცვას ამ ჩარევისგან ან ჩარევის საფრთხეებისგან, მაშინ მან უნდა დაუბრუნოს წევრ სახელმწიფოებს, საფრანგეთს, საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.