ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, ბაიდენმა იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კალიფორნიის ტყის ხანძრის გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბაიდენი იტალიაში ვიზიტს 9-12 იანვარს გეგმავდა, სადაც რომის პაპს ფრანცისკეს, იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელასა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის უნდა შეხვედროდა.

„დღეს საღამოს, ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა დაგეგმილი ვიზიტი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლოს-ანჯელესში ტყის მასშტაბურ ხანძარს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები