გლოვის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გლოვის ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები