რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს ჩატარდება

რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება,- ამის შესახებ მმართველმა კოალიციამ განაცხადა.

მათივე ცნობით, ორტურიანი საპრეზიდენტო არჩევნების – 4 და 18 მაისს ხელახლა ჩატარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ახალ არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე დარჩება.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის შიშის გამო გააუქმა. რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები