თბილისის მერიასთან ინციდენტი მოხდა

თბილისის მერიის ფოიეში მყოფმა უცნობმა მამაკაცმა მერიასთან შეკრებილი ხალხის ჯგუფი გაარღვია და შარტავას გამზირისკენ გაიქცა, რა დროსაც ერთი ქალბატონი წაიქცა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მერიის ფოიეში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებიან. “ვიცანი და მივესალმე სუს-ის თანამშრომელს. მისალმება დასრულებული არ მქონდა, სრულიად მოულოდნელად, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ის ფოიეში იყო და ხელმძღვანელის დავალების მიხედვით მოქმედებდა. სამწუხაროა, რომ მერიის ფოიე სუს-ის თანამშრომლებით არის გატენილი”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები