“თავისუფალი თაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სტუდენტური მოძრაობა “თავისუფალი თაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და “ნაციონალურ მოძრაობას“ მათ წინააღმდეგ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ტოქშოუ არჩევანში გასულ ინფორმაციაზე, რომელშიც პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი სტუდენტური მოძრაობის “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთ ლიდერად დასახელდა. “თავისუფალ თაობაში“ აცხადებენ, რომ ტრისტან წითელაშვილს არ იცნობენ და მისი აზრები ძალიან შორს დგას სტუდენტური მოძრაობის წევრების იდეებისგან. “მას შემდგომ რაც პოლიტიკურად განადგურდა “ნაციონალური მოძრაობის“ ექსტრემისტული ფრთა “თავისუფალი ზონა”, ჩვენზე შურის საძიებლად დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია “ნაციონალური მოძრაობის“ და მისგან კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებების მიერ. ეძებდნენ რა კომპრომატებს ჩვენს შესახებ, ვერაფერს მიაგნეს და ამიტომ გადაწყვიტეს ცილისწამების გავრცელებით გვავნონ. სიცრუის ტირაჟირების აპოგეა გახლდათ გიორგი გაბუნიას წაყვანილი გადაცემა,რომლის რეჟისორიც გახლდათ გიგა ბოკერია. ვერ მოიფიქრეს რა სხვა რამ, ადგნენ და პენსიონერი სამხედრო-ბატონი ტრისტან წითელაშვილი სტუდენტური მოძრაობის “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთ ლიდერად დაასახელეს. ეს სიცრუე ალბათ სიცრუის მანქანად წოდებული “რუსთავი2“-ის სიცრუეებში პირველ ადგილს დაიჭერს. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჭარმაგ, ხანშიშესულ ადამიანს სტუდენტურ მოძრაობასთან??? ესეც რომ არა, საერთოდ არც ვიცნობთ ბატონ წითელაშვილს და მისი აზრები ძალიან შორს დგას ჩვენი იდეებისგან. სასაცილო და საცოდავი შესახედი ხართ, ბატონო ბოკერიავ,თქვენ კი ბატონო გაბუნია ცალსახად ჟურნალისტიკის სირცხვილი ბრძანდებით, ალბათ, დადგება დრო, როდესაც თავისუფალი ჟურნალისტები თქვენნაირ ანგაჟირებულ მონებს სანაგვეში მოისვრიან და გზას გაუხსნიან ჭეშმარიტ თავისუფალ ჟურნალისტებს. სად ტრისტან წითელაშვილი და სად თავისუფალი თაობა??? ნუთუ საერთოდ არ გრცხვენიათ ასეთი სიცრუის ტირაჟირების გამო. რაც შეეხება იმ კრიტიკოსებს,რომლებიც ზოგი შურით, ზოგი დავალებით, ზოგი კი თავისი უნიათობის დასაფარად რომ გვაკრიტიკებს – დიახ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული ცხელი შემოდგომის სცენარი ჩვენმა აქტიურმა და ეფექტურმა მოქმედებებმა ჩაშალა. ახალი “კმარა”, რომელსაც “თავისუფალი ზონა” ეწოდა თავიდან ბოლომდე განეიტრალებულია და საშიშროება იმ პროვოკაციებისა, რომელიც მათ მიერ იყო დაგეგმილი თავიდანაა აცილებული. ჩვენი ეფექტური პროტესტის შედეგად “ნაცმოძრაობის სატელიტი “თავისუფალი ზონა” იძულებული გახდა საქვეყნოდ პირობა დაედო, რომ ის არანაირ არეულობას აღარ გეგმავდა, ყოველივე გახდა შესაძლებელი იმ სწორი სტრატეგიის გამო, რაც ჩვენ ავირჩიეთ და რომლის მთავარი შედეგიც გახლავთ კედელთან მიყენებული ექსტრემისტული ბანდა, რომელიც იძულებულია უარი თქვას თავის რეალურ დანიშნულებაზე. ნუთუ ვინმე ჭკუათმყოფელს გაქვთ ილუზია, რომ “ზონა“ საქველმოქმედო ან საგანმანათლებო მისიით შეიქმნა?? მგონი, ყველამ იცის,რომ ეს გახლავთ “კმარას” განმეორება, უბრალოდ ბევრად დახვეწილი ტექნოლოგიებით. მართლაც, გვიკვირს და ხშირად საწყენია, რომ მადლობის მაგივრად ზოგიერთი გაზულუქებული ჩინოსნისგან დაუმსახურებელ კრიტიკას ვიღებთ. ჩვენ არც თქვენი სკამებისთვის ვიბრძვით და არც თქვენი შენარჩუნებისთვის და ვატყობთ, რომ მალე თქვენი მოქცევაც მოგვიწევს ისეთი პრესინგის ქვეშ, როგორშიც თქვენთან სულიერად ახლოს მყოფი “თავისუფალი ზონა” და “ნაცმოძრაობა“ მოვაქციეთ. ჩვენი გზა არის სიმართლის გზა, ჩვენი გზა არის ილია მართლის გზა, ჩვენი გზა არის 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის იმპერიასთან მებრძოლი ჩვენი თანატოლების გზა და თქვენი წკმუტუნი ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს. დიახ!!! საქართველო „ნაცმოძრაობის“ გარეშე!!! ესაა ჩვენი ახალი ლოკალური ამოცანა და გარწმუნებთ, „ნაცბანდას“ იგივე პოლიტიკური მოუსავლეთის გზას გავუყენებთ , რა გზასაც დაადგა “თავისუფალი ზონა”!!!!! გიგა ბოკერია “რუსთავი2-ის“ რეჟისორობამდე ჩამოლაბორანტდი და იმდენად უსინდისო არაკაცი ხარ, რომ მთელს ტელევიზიას ტყუილებს ათქმევინებ. გიორგი გაბუნია, შენ ხარ ჟურნალისტიკის სირცხვილი, საქვეყნოდ რომ აცხადებ, ტრისტან წითელაშვილი თავისუფალი თაობის წევრიაო, არ გრცხვენია??? რა კომპრომატით ჰყავხარ დაჭერილი “ნაცებს“, რომ ესეთ უსინდისო ტყუილს აცხადებ. რა უნდა ტრისტან წითელაშვილს სტუდენტურ ორგანიზაციაში?? ფულზე გაყიდული ხარ, საცოდავო არსებავ და ჩვენ გვრცხვენია შენს მაგივრად, ბოკერიას მონა ხარ და ამაზრზენია, რომ თავს ჟურნალისტს უწოდებ. ვერაფერი მოგვიხერხეთ, ერთი კომპრომატიც ვერ იპოვეთ ჩვენზე და საქვეყნოდ აცხადებთ რომ ტრისტან წითელაშვილი “თავისუფალი თაობის” წევრია. ღმერთის მაინც არ გეშინია, შე მატყუარა. ახლა რაც შეეხება რუსეთს. აი კობა ხაბაზი რომ გიზით ეთერში, ეს ნაძირალა იყო ის კაცი, რომელიც რუსეთის სპეცრაზმთან მხარდამხარ ებრძოდა 1992 წელს საქართველოს კანონიერ მთავრობას. რაც შეეხება რუსეთს, ის არის ოკუპანტი და სანამ ერთი რუსი ჯარისკაცი იდგება ჩვენს ტერიტორიაზე, მანამ ის იქნება ოკუპანტი და აგრესორი. ისე ძალიან კი გინდათ ბატონი წითელაშვილი ჩვენ მოგვაკეროთ და რას არ აკეთებთ ამის გამო. არააა ბატონო წითელაშვილი ჩვენი წევრი, არც მეგობარი და საერთოდ არც ვიცნობთ მას. „რუსთავი2“ თქვენ კი გრცხვენოდეთ იმის გამო, რომ ესეთ დეზინფორმაციას ავრცელებთ!!!“- ნათქვამია “თავისუფალი თაობის“ საგანგებო განცხადებაში.