„თავდაცვის უწყების მიმართულებით ფინანსების მატება საჭიროა“

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყების მიმართულებით ფინანსების მატება საჭიროა დაგეგმილი რეფორმების განხორციელების მიზნით.
იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალი წლისათვის გაიზრდება და საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებამდე ფინანსურ დოკუმენტში სათანადო ცვლილებები აისახება.
“იმედი მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ცოტათი მაინც იქნება გაზრდილი. იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც ჩვენ ავიღეთ თუნდაც ნატო-ს პაკეტის შესასრულებლად, აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტი იყოს გაზრდილი. ჩვენ გვაქვს აღებული ერთობლივი საწვრთნელი ბაზების გაკეთების ვალდებულება. ასევე არის უამრავი პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს უელსის ნატო-ს სამიტზე. ჩვენს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, რა თქმა უნდა, სჭირდება ხარჯები ბიუჯეტიდან”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები