მაია ფანჯიკიძე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რაპილ ჟოშიბაეს შეხვდა. იგი საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენის „ექსპო-2017“ კომისარია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ძირითადად, 2014 წლის ივნის-სექტემბერში, ქ.ასტანაში დაგეგმილი საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა „ექსპო 2017“ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხებზე.
ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მათი შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.