“საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო” მთავრობის კონტროლის ქვეშ გადადის

მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო” მთავრობის კონტროლის ქვეშ გადადის და წელიწადში ორჯერ მის მიმართ ანგარიშის წარდგენა ევალება.
სააგენტოს საქმიანობას ამჟამად კოორდინაციას და ზედამხედველობას სამეთვალყურეო საბჭო უწევს, რომელიც ნიშნავს სააგენტოს დირექტორს.
აღნიშნული უფლებამოსილება ახლა მთავრობის კომპეტენციაში, ხოლო დირექტორის მოხსნა-დანიშვის უფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის. ამ ყველაფერს “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები