ეკა ბესელია თენგიზ ერისთავის გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თენგიზ ერისთავის გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამიტომ არსებობს ეჭვი, ეს ეჭვი ყოველთვის განიმარტება და ის ყოველთვის ბრალდებულის ან დაკავებული პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
მისივე თმით, პროკურატურა შეისწავლის ყველა იმ გარემოებას, რაზეც ამ დროისთვის უფლებების დარღვევის კუთხით მიუთითებენ.
“ძალიან კარგია, რომ სასამართლომ ერისთავის თაობაზე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა. ბოლო პერიოდში იყო ძალიან ბევრი ინფორმაცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიერ, მათ შორის ჩემთანაც. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისაუბრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მისი დაპატიმრების საკითხს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არსებობს ეჭვი და ბევრი კითხვა, ყოველთვის ეს ეჭვი განიმარტება და ყოველთვის უნდა გადაწყდეს ბრალდებულის ან დაკავებული პირის სასარგებლოდ”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე, პროკურატურაში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა 2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი მიმდინარე წლის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა.
გუშინ, თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები