ნინო წილოსანი: ვხედავთ, როგორ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი მოებღაუჭოს თავის სკამს, თუმცა 29 დეკემბერს მოუწევს, ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია

“ვხედავთ, როგორ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი მოებღაუჭოს თავის სკამს, ის ძალიან სასაცილო პერსონას ემსგავსება, თუმცა 29 დეკემბერს მოუწევს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილისთვის საქართველოს პრეზიდენტობა ძალიან მძიმე ლაქად იქცა.

„კონსტიტუციის და ახალი კანონმდებლობის მიხედვით, 14 დეკემბერს, საქართველოში აირჩევა ახალი პრეზიდენტი. „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი აქვს თავისი კანდიდატურა და რა თქმა უნდა, აქვს მას უმრავლესობის მხარდაჭერა. ისტორიულადაც გვინახავს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გონიდან გადასული პერსონები. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ასეთ ძალიან სასაცილო პერსონას ემსგავსება. გარდა იმ მავნებლობისა, რომელსაც მისი მხრიდან მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვხედავთ, ახლა ვხედავთ, როგორ ცდილობს მოებღაუჭოს თავის სკამს, თუმცა 29 დეკემბერს, როდესაც ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდება, მას მოუწევს რომ ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია, რომელიც უნდა ყოფილიყო მისთვის პატივი და რომელიც იქცა ნამდვილად ძალიან მძიმე ლაქად მის ცხოვრებაში“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები