“ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული; მზაობა თუ იქნება, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეთ, შეთანხმებას ხელს მოვაწერთ” – გიორგი კახიანი
“საპროტესტო აქციებმა ისეთი ხასიათი მიიღო, რომ რაიმე გამოხატული მოთხოვნა არ არის. ჩემთვის გაუგებარია, აქციებზე რა მოთხოვნები აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„აქციაზე არ არის გამოსვლები, ამ ყველაფერს არ აქვს მიტინგების ხასიათი, მოთხოვნების დაყენება არ ხდება. საუბარი თუ არის იმაზე, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი რაც შეიძლება ეფექტიანად უნდა მიმდინარეობდეს, ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ ვაგრძელებთ იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მეტიც, ევროკავშირის სტრუქტურებისგან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ველოდებით. ჩვენი მხრიდან არც არაფრის შეჩერება არ მომხდარა. სამწუხაროდ, სტატუსის მექანიზმი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. მზაობა თუ იქნება, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეთ, შეთანხმებას ხელს მოვაწერთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.