“სანქციების თაობაზე გაუთავებელი მუქარა გვესმის, არანაირ სანქციას არ ველოდები” – გიორგი კახიანი

“სანქციების თაობაზე გაუთავებელი მუქარები გვესმის, ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც: „საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სანქციებზე მუშაობა, ჩვენ გვჭირდება 27 წევრის ერთსულოვნება“.

„სანქციების თაობაზე გაუთავებელი მუქარა გვესმის. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, პრობლემა არ არის. „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენლის პერსონალური დასანქცირება იმის გამო თუ მოხდება, რომ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, ეს მოსახლეობას არ შეეხება. მართალი გითხრათ, არანაირ სანქციას არ ველოდები. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუმცა, სანქციების თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები