“მერამდენედ შეიძლება, ავხსნათ, რომ ჩვენზე სუბიექტური სანქციები არ მოქმედებს, საპირისპირო ეფექტი აქვს” – გურამ მაჭარაშვილი

“ჩვენზე სუბიექტური სანქციები არ მოქმედებს, საპირისპირო ეფექტი აქვს, კი ბატონო, დააწესონ სანქციები, ვიხალისოთ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ის საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც: „საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სანქციებზე მუშაობა, ჩვენ გვჭირდება 27 წევრის ერთსულოვნება“.

„მერამდენედ შეიძლება, ავხსნათ, რომ ჩვენზე სუბიექტური სანქციები არ მოქმედებს, საპირისპირო ეფექტი აქვს. რატომ არ ჩამსვეს უკრაინის სანქციებში? – დიდი სიამოვნებით მეოცე ვიქნებოდი. კი ბატონო, სანქციები დააწესონ, ვიხალისოთ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში პირადი სანქციები არ მოქმედებს. ერთია, როცა ქვეყანაში შინაური მტერი გყავს და დანოსებს აგზავნის, რათა საქართველო დააზიანოს, მაგრამ მეორე ის, რომ ხალხი ხვდება, რადიკალურ ოპოზიციას როგორ აქვს ტვინი მოწყობილი – თავიანთი მიზნებისთვის იბრძვიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები