ვოლსკი – ოპოზიციაზე: რა სცენარიც უნდათ, რომ დღეს განავითარონ, ეს არის რუსეთის პირდაპირი ინტერესი
“რა სცენარიც უნდათ [ოპოზიციას], რომ დღეს განავითარონ, ეს არის რუსეთის პირდაპირი ინტერესი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.
“თუ ამ ინტერესის რეალიზაციაში ჩართულია კონკრეტული ადამიანი, ვინც მილიონობით რუბლს იღებს, რასაკვირველია, ვერ დავუშვებთ სხვა ვერსიას თუ არა რუსეთის ფედერაციის პირდაპირ მონაწილეობას ამ პროცესში, რასაც ჰქვია ურთიერთობების დაძაბვა დასავლეთთან. რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში, რათა პროცესებს არ ჩამორჩეს, გავლენა შეინარჩუნოს, რაც მას სააკაშვილმა მისცა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ომის შემდეგ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონზე მეტი რუბლი ჩაერიცხა.