„საფინანსო სექტორში ყველაზე აქტიური მოთამაშეები კომერციული ბანკები არიან“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით ბანკების მონაწილეობაში ტრაგედიას ვერ ხედავს.
მისივე თქმით, საქართველოს საფინანსო სექტორში ყველაზე აქტიური მოთამაშეები კომერციული ბანკები არიან.
“ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით შეხვედრა. ვგეგმავთ, პარალელურად შევიმუშაოთ კაპიტალის ბაზრის განვითარების გეგმის რუკა, სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ალტერნატიული ფულის მოძიების საშუალებები, გარდა საბანკო სექტორისა, განვითარდეს. გრანტები აქ შემაფერხებელ ფაქტორად ვერ იქცევიან”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, საფონდო ბირჟებზე სამეთვალყურეო საბჭო შეიცვალა და მათ 58 პროცენტს ბანკები შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები