დიმიტრი ლორთქიფანიძე მარგველაშვილის მიერ ახალაია – მერაბიშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს
“არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ევროსაბჭოს ამ რეზოლუციის საფუძველზე მარგველაშვილმა ახალაია, მერაბიშვილი და უგულავა შეიწყალოს“ – აცხადებს უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ- დასავალთან“ საუბრისას.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, პრეზიდენტი ერთადერთი კონსტიტუციური პირია, რომელსაც ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობიდან გაათავისუფლება შეუძლია.
„არ დაგავიწყდეს, რომ პრემიერ-მინისტრსა და მთვარობას კონკურენციის რეჟიმში ჰყავს პრეზიდენტი მარგევლაშვილი, რომელიც არის ერთდაერთი კონსტიტუციური პირი, ვისაც უკვე სასჯელმისჯილი პატიმრის შეწყალება შეუძლია! ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციების შემსრულებელი და გამზიარებელი სწორედ პრეზიდენტი მარგველაშვილი აღმოჩნდეს! დიახ, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ევროსაბჭოს ამ რეზოლუციის საფუძველზე მარგველაშვილმა ახალაია, მერაბიშვილი და უგულავა შეიწყალოს“, – განუცხადა ლორთქიფანიძემ „ასავალ დასავალს“.