მარკო რუბიო თურქეთში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 15 მაისს თურქეთში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე დასასწრებად გაემგზავრება.

მისი თქმით, მოლაპარაკებებმა შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები